ესაია 29:10
9. თავი გაიშტერეთ და გაშტერდით! თავი დაიბრმავეთ და დაბრმავდით! მთვრალები არიან, მაგრამ არა ღვინით, ბარბაცებენ, მაგრამ არა თაფლუჭით.10. რადგან გადმოღვარა თქვენზე უფალმა ძილქუშის სული და დაგიხუჭათ თვალები, წინასწარმეტყველნო, და დაგიფარათ თავები, მისნებო.11. იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა როგორც დაბეჭდილი წიგნის სიტყვები, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი.
ესაია თავი 29