ესაია 29:7
6. ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება გრგვინვით და მიწისძვრით და მაღალი ხმით, ქარიშხლით და გრიგალით და შემჭმელი ცეცხლის ალით.7. სიზმარივით, ღამეულ ჩვენებასავით იქნება არიელზე გალაშქრებული დიდძალი ხალხი და ყველა, ვინც თავს ესხმის მას და მის ციხე-სიმაგრეებს, ვინც მას აჭირვებს.8. როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამდეს, გაეღვიძება და, აჰა, ცარიელი აქვს მუცელი; როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამდეს, გაეღვიძება და, აჰა, ღონემიხდილია და სწყურია მის სულს. ასე იქნება დიდძალი ხალხი, რომელიც თავს ესხმის სიონის მთას.
ესაია თავი 29