ესაია 36:5
4. უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ?5. გეუბნები: განა მხოლოდ სიტყვები - თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას, ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი?6. აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
ესაია თავი 36