ესაია 36:7
6. აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.7. რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, გორაკები და სამსხვერპლოები რომ გაუუქმა ხიზკიაჰუმ და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანიო?8. ახლა მოდი და გაეჯიბრე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ათას ცხენს მე მოგცემ და, აბა, მხედრებს თუ იშოვი მათთვის.
ესაია თავი 36