ესაია 36:9
8. ახლა მოდი და გაეჯიბრე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ათას ცხენს მე მოგცემ და, აბა, მხედრებს თუ იშოვი მათთვის.9. აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?10. მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: დაეცი მაგ ქვეყანას და გაანადგურეო!
ესაია თავი 36