ესაია 37:27
26. ნუთუ არ გსმენია, რომ მე დიდი ხნის წინათ მქონდა ეს გამზადებული, ძველთაგანვე მქონდა დასახული? ახლა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყო ციხე-ქალაქები.27. მათ მცხოვრებლებს ღონე მიეხადათ, შეშინდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.28. ვიცი შენი ჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა, შენი სიცოფე ჩემ წინააღმდეგ.
ესაია თავი 37