ესაია 40:19
18. ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით?19. ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული.20. ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს.
ესაია თავი 40