მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 48:17

16. მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა.17. ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი.18. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.
ესაია თავი 48
17. ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი.
სააღდგომო ეპისტოლე 1994 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს:

უფალი ბრძანებს: „ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა მშვიდობა შენი და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე“ ()

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, უფლისგან დალოცვილი საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინვებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშრეტი წყარო უფალი ბრძანდება, ამიტომაც წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი სიყუარული არს“ ().

ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.

ცნობილი ფილოსოფოსი ი. პავლოვი წერდა:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის