ესაია 51:5
4. გამიგონე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური დამიგდე, რადგან ჩემგან გამოვა რჯული და სინათლედ დავუდგენ ხალხებს ჩემს სამართალს.5. ახლოვდება ჩემი სიმართლე, მოაწია ჩემმა ხსნამ და ჩემი მკლავი განსჯის ხალხებს. მე დამენდობიან ზღვისპირელნი და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ.6. თვალი ააპყარით ცისკენ და დაბლა მიწას დახედეთ; რადგან ცა კვამლივით განქარდება და მიწა სამოსელივით გაცვთება, მისი მცხოვრებნი ქინქლებივით დაიხოცებიან; ჩემი ხსნა კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი სიმართლე არ დაირღვევა.
ესაია თავი 51