ესაია 51:7
6. თვალი ააპყარით ცისკენ და დაბლა მიწას დახედეთ; რადგან ცა კვამლივით განქარდება და მიწა სამოსელივით გაცვთება, მისი მცხოვრებნი ქინქლებივით დაიხოცებიან; ჩემი ხსნა კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი სიმართლე არ დაირღვევა.7. მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ;8. რადგან სამოსელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მათ ჭია; ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი ხსნა თაობიდან თაობაში გადავა.
ესაია თავი 51