ესაია 64:6
5. შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით?6. ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი.7. არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე ცოდვების ხელით.
ესაია თავი 64