მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 65:2

1. მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი.2. დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე;3. ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს.
ესაია თავი 65
2. დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღმერთი გულის განწყობას ხედავს:

...ის მიხედვით ანიჭებს გვირგვინს (). იგივეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, აკეთებს იგი ლოცვის ღვაწლის მიმართაც. თუ დაინახავს, რომ ვინმე მოშურნეობით უახლოვდება, მაშინვე ეტყვის: „პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?" (). ხოლო თუ ადამიანი ხანგრძლივ დაჟინებას გამოიჩენს, ღმერთი მის თხოვნასაც დიდი სიყვარულითა და ცხელი მოშურნეობით ასრულებს, თხოვნის აღსრულებამდე კი ქების გვირგვინს ადგამს. ზუსტად ასე მოექცა ქანანელ დედაკაცსაც. როცა იხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვირგვინით შეამკო, მთელი ქვეყნიერებისთვის სახელოვანი გახადა და მხოლოდ ამის შემდეგ აღუსრულა თხოვნა დიდი სახიერებით. რაკი თქვა: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი", შემდეგ დაუმატა: „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). და თუ საღვთო წერილში ყველა ამგვარ მაგალითს გადავხედავთ, ყველგან მეუფის დიდ გულუხვობას დავინახავთ. ამაში სრულიად დარწმუნებული და იმის მცოდნე, რომ ვინც მცირედს დათმობს, უფრო მეტს მიიღებს, პატრიარქმა, როგორც გუშინ გესმოდათ, ლოტს დაუთმო საუკეთესო ნაწილი, თავად კი უარეს...

სრულად ნახვა