ესთერი 1:17
16. თქვა მემუქანმა მეფისა და მთავრების წინაშე: არა მხოლოდ მეფე გააწბილა ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავარი და ყველა ხალხი, ვინც კი მეფე ახაშვეროშის მთელს სახელმწიფოში ცხოვრობს.17. რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი ქალებს და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს, იტყვიან: ვაშთი დედოფლის მიყვანა ბრძანა მეფე ახაშვეროშმა თავის წინაშე, მაგრამ არ მივიდაო იგი.18. ამიერიდან სპარსელ და მიდიელ მთავართა ცოლები, რომლებიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს. ბევრი დამცირება და წყენა შეგხვდება.
ესთერი თავი 1