ესთერი 2:12
11. ყოველდღე ჩაივლიდა ხოლმე მარდოქაი სადიაცო სახლის ეზოს წინ, ესთერის ჯანმრთელობისა და ამბის გასაგებად.12. როცა მოუწევდა ყმაწვილ ქალს რიგი მეფე ახაშვეროშთან შესასვლელად თორმეტი თვის ბოლოს, როგორც დაწესებული იყო ქალებისთვის (რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა მათ დაზელვას: ექვსი თვე მირონის ზეთით და ექვსი თვე ბალსამონით და სხვა სადიაცო ნელსაცხებლებით),13. მაშინ შევიდოდა ყმაწვილი ქალი მეფესთან. რაც არ უნდა მოეთხოვა, თან გაატანდნენ ხოლმე სადიაცო სახლიდან მეფის სახლში მიმავალს.
ესთერი თავი 2