ესთერი 2:9
8. როცა გამოაცხადეს მეფის ბრძანება და დადგენილება და თავი მოუყარეს უამრავ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარეს ჰეგეს, მაშინ მიიყვანეს ესთერიც მეფის სახლში და ჩააბარეს ჰეგეს, დიაცთა მცველს.9. მოეწონა მას ყმაწვილი ქალი, რომელმაც მადლი პოვა მის თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის ფერუმარილი და კუთვნილი წილი, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და მხევლებთან ერთად სადიაცო სახლის უკეთეს სადგომში გადაიყვანა.10. არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი ერი და სამშობლო, რადგან დაარიგა მარდოქაიმ, არ გაემჟღავნებინა.
ესთერი თავი 2