ესთერი 3:13
12. შეიყარნენ მეფის მწერლები პირველი თვის მეცამეტე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს, თითოეული სამთავროს განმგებელს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა.13. დაეგზავნა წერილები შიკრიკების ხელით მეფის ყველა სამთავროს, რომ გაეწყვიტათ, დაეხოცათ, მოესპოთ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე,დედაწულიანად, ერთ დღეს, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, და დაეტაცებინათ მათი ქონება.14. ბრძანების პირი, როგორც კანონი, უნდა წაეღოთ ყველა სამთავროში და გამოეცხადებინათ მთელი ხალხისთვის, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისთვის.
ესთერი თავი 3