ესთერი 3:2
1. ამ ამბების შემდეგ განადიდა მეფე ახაშვეროშმა ჰამან ჰამდათას ძე, აგაგიელი, აღაზევა და დაუდგა სავარძელი ყველა მთავარზე მაღლა, ვინც კი ჰყავდა.2. მეფის ყველა მორჩილი, ვინც კი იყო სამეფო კარიბჭესთან, მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასე ჰქონდა მასზე ნაბრძანები მეფეს. მაგრამ მარდოქაის არ მოუყრია მუხლი და არ უცია თაყვანი.3. ეუბნებოდნენ მეფის მორჩილნი, სამეფო კარიბჭესთან ვინც იყვნენ, მარდოქაის: რატომ არ ემორჩილები მეფის ბრძანებას?
ესთერი თავი 3