ესთერი 3:8
7. პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, მეფე ახაშვეროშის მეთორმეტე წელს, დაიწყეს ფურის, ანუ წილის ყრა ჰამანის თვალწინ და ყრიდნენ წილს დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე, თორმეტ თვეს, ანუ ადარის თვემდე.8. უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი, განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისგან და არ ასრულებენ მეფის კანონებს. არა ხამს მეფისთვის მათი დატოვება.9. თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ქანქარ ვერცხლს მივუწონი ხელში მოხელეებს, რომ სამეფო ხაზინაში შეიტანონ.
ესთერი თავი 3