ესთერი 6:12
11. აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მარდოქაი, გაიყვანა ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადა მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს!12. დაბრუნდა მარდოქაი სამეფო კარიბჭესთან. ჰამანი კი გაეშურა შინისკენ, დამწუხრებული და თავჩაქინდრელი.13. უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს, და მეგობრებს ყველაფერი, რაც შეემთხვა. უთხრეს მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: თუ იუდაელთა მოდგმის არის მარდოქაი, რომლის გამოც ემხობი, ვერ დასძლევ მას, არამედ ნამდვილად დაემხობი მის წინაშე.
ესთერი თავი 6