ეზეკიელი 11:16
15. ადამის ძევ! თქვენი ძმები, ძმები არიან ისინი, თქვენი სისხლით ნათესავნი და მთელი ისრაელის სახლი მთლიანად, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მკვიდრნი: უფლისგან არიან განმდგარნი ეს ქვეყანა ჩვენ მოგვეცა სამკვიდროდო!16. ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა გადავკარგე ისინი ხალხთა შორის და თუმცა მიმოვფანტე ქვეყნებში, მაინც ვიქნები მათთვის საწმიდარი, თუნდაც მცირე, იმ ქვეყნებში, სადაც წავიდნენ.17. ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, და თქვენ მოგცემთ ისრაელის მიწას.
ეზეკიელი თავი 11