ეზეკიელი 12:3
2. ადამის ძევ, ურჩთა სახლის შუაგულში ცხოვრობ შენ. თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ სასმენად და არ ესმით, რადგან ურჩთა სახლია ისინი.3. ამიტომ, ადამის ძევ, ყარიბივით გამოეწყვე და გადი საყარიბოდ დღისით, მათ თვალწინ; იყარიბე შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ თვალწინ, ვინძლო დაინახონ, რომ ურჩთა სახლი არიან.4. გამოიტანე შენი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით მათ თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ საყარიბოდ გამსვლელთა მსგავსად.
ეზეკიელი თავი 12