ეზეკიელი 13:9
8. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რაკი ფუჭს ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, ამიტომაც, აჰა, თქვენს წინააღმდეგ ვარ, ამბობს უფალი ღმერთი.9. იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.10. სწორედ იმის გამო, რომ აცთუნებენ ჩემს ერს, რომ ეუბნებიან, მშვიდობააო და არ არის მშვიდობა; ჩემი ხალხი კედელს აშენებს და, აჰა, ესენი კირით ლესავენ.
ეზეკიელი თავი 13