ეზეკიელი 14:7
6. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მობრუნდით და განერიდეთ თქვენს კერპებს და ყველა თქვენს სისაძაგლეს მოარიდეთ პირი;7. რადგან, თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან და მდგმურთაგან, რომელიც მდგმურობს ისრაელში, გამიუცხოვდება, აღმართავს კერპებს თავის გულში და უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ, წინასწარმეტყველთან მივა, რომ დამეკითხოს - მე, უფალმა, როგორ გავცე მას პასუხი?8. პირს მივაქცევ ამ კაცის წინააღმდეგ, ნიშად და იგავად გავხდი მას და მოვკვეთავ ჩემი ერიდან. მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
ეზეკიელი თავი 14