ეზეკიელი 16:31
30. როგორ შეგიღონდებოდა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივე ამას სჩადიოდი, თავგასული მეძავი ქალის საქმეს!31. როცა სამეძაოებს აშენებდი ყოველ გზაჯვარედინზე და სათაყვანო გორაკებს აგებდი ყოველ მოედანზე, არ ჰგავდი საჩუქრებზე დახარბებულ მეძავს,32. არამედ გარყვნილ დიაცს, ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა.
ეზეკიელი თავი 16