ეზეკიელი 22:25
24. ადამის ძევ! უთხარი მას: შენ მიწა ხარ, გაუწმედელი, უწვიმარი, რისხვის დღეს.25. შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ.26. მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში.
ეზეკიელი თავი 22