ეზეკიელი 26:17
16. ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხელმწიფენი, გადაიძრობენ მოსასხამებს და ნაქარგ შესამოსელს გაიხდიან, შიშით შეიმოსებიან და მიწაზე დასხდებიან; ყოველწამს შიშში იქნებიან და ძრწოლა ექნებათ შენს გამო.17. გლოვას გამართავენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვაზე რომ მძლავრობდი. დაიღუპა ისიც და მისი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას.18. ახლა შეშინდებიან კუნძულები შენი დაცემის დღეს და შეძრწუნდებიან ზღვისპირელნი შენი გამოსვლისას.
ეზეკიელი თავი 26