ეზეკიელი 26:8
7. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მივაყენებ ტვიროსს, ჩრდილოეთიდან, მეფეთ მეფეს, ცხენებით, ეტლებით, მხედრებით, ბრბოთი და უამრავი ხალხით;8. მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენს წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენს წინააღმდეგ.9. ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
ეზეკიელი თავი 26