ეზეკიელი 28:23
22. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში.23. მოვავლენ მასში შავ ჭირს და სისხლს მის ქუჩებში; დაეცემიან მასში დახოცილნი ყოველის მხრიდან მომართული მახვილით; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.24. აღარ ეყოლება ის ისრაელის სახლს მჩხვლეტავ ეკლად და შემაწუხებელ ხიწვად მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ღმერთი ვარ.
ეზეკიელი თავი 28