ეზეკიელი 29:18
17. ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი.18. ადამის ძევ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე სამუშაო დააკისრა თავის ლაშქარს ტვიროსის წინააღმდეგ: ყველა თავი გადახოტრილია და ყველა მხარი გადატყაულია; არ ექნება გასამრჯელო არც მას, არც მის ლაშქარს ტვიროსისგან იმ შრომაში, რასაც მის წინააღმდეგ შრომობდა.19. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტას ქვეყანას, რომ წაიღოს მისი დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო.
ეზეკიელი თავი 29