ეზეკიელი 29:4
3. ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო.4. ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული.5. მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად.
ეზეკიელი თავი 29