ეზეკიელი 31:13
12. მოკვეთავენ მას უცხონი, უსასტიკესნი ხალხთა შორის. და დააგდებენ; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყრება მისი ტოტები, ჩაილეწება მისი რტოები ქვეყნის ყველა მდინარეში; გამოვა მისი ჩრდილიდან ქვეენის ყოველი ხალხი და მიატოვებენ მას.13. მის ნანგრევებზე დასახლდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს მინდვრის ყოველი მხეცი შეაფარებს თავს.14. რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ უწვდინოს ღრუბლებს წვეროკინი, რათა არ შეჩერდეს მის წინაშე წყლის მსმელი, მისი სიმაღლით გაოცებული; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისთვის საფლავად ჩასულ ადამის ძეთა შორის.
ეზეკიელი თავი 31