ეზეკიელი 32:2
1. მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:2. ადამის ძევ! გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში! ირქინებოდი შენს მდინარეებში და ფეხებით ამღვრევდი წყლებს, თელავდი-თქო მათ მდინარეებს.3. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემ სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით.
ეზეკიელი თავი 32