ეზეკიელი 32:25
24. იქ არის ელამი და მთელი მისი სიმრავლე, მისი საფლავების ირგვლივ; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომლებიც წინდაუცვეთელად ჩავიდნენ ქვეშეთის ქვეყნად, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას და წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.25. განგმირულთა შორის მიეცა საწოლი მთელს თავის სიმრავლესთან ერთად; მის გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმარულნი; რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად; განგმირულთა შორის მიეცათ სამყოფელი.26. იქ არიან მეშექი და თუბალი და მთელი მისი სიმრავლე; მათ გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
ეზეკიელი თავი 32