ეზეკიელი 32:31
30. იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველანი და ყოველი ციდონელი, რომლებიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად მათი ძლიერების შიშისზარით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინდაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და წაღებული აქვთ თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.31. მათ იხილავს ფარაონი და ნუგეშს იცემს მთელი თვისი სიმრავლის გამო, მახვილით განგმირულთა გამო, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი, ამბობს უფალი ღმერთი.32. რადგან შიშისზარს დავცემ ცოცხალთა ქვეყანას და დაწვებიან წინდაუცვეთელთა შორის მახვილით განგმირულებთან ერთად ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზეკიელი თავი 32