ეზეკიელი 33:12
11. უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!12. შენ, ადამის ძევ, უთხარი შენი ერის შვილებს: მართალს ვერ იხსნის მისი სიმართლე შეცოდების დღეს და ბოროტეული არ წაიფორხილებს თავისი ბოროტების გამო თავისი მოქცევის დღეს ბოროტებისგან; ვერ გადარჩება მართალი ცოდვის ჩადენის დღეს.13. როცა ვეუბნები მართალს, გადარჩები-მეთქი, ის კი თავისი სიმართლის მოიმედე ბოროტებას ჩაიდენს, არც ერთი მისი სიმართლე არ იქნება გახსენებული და მოკვდება ბოროტებით, რომელიც ჩაიდინა.
ეზეკიელი თავი 33