ეზეკიელი 33:9
8. როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.9. თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს.10. შენ, ადამის ძევ, უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობთ-თქო თქვენ: თუ ჩვენი დანაშაულნი და ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით ჩვენ, როგორღა უნდა ვიცოცხლოთ?
ეზეკიელი თავი 33