ეზეკიელი 34:27
26. კურთხევად ვაქცევ მათ და ჩემი მაღლობის მიდამოებს, დროულად ვადინებ წვიმას და ჩემი წვიმა კურთხევა იქნება.27. მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მოსცემს თავის მოსავალს, და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა დავწყვეტ მათი უღლის საკვრელებს და მათი დამმონებლების ხელიდან დავიხსნი.28. აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და მიწის მხეცები აღარ შეჭამენ მათ; მშვიდად იცხოვრებენ და აღარ ეყოლებათ დამაფრთხობელი.
ეზეკიელი თავი 34