ეზეკიელი 36:5
4. ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და გორაკებს, ხევებს და ხეობებს, უკაცრიელ ნაოხარებს და მიტოვებულ ქალაქებს, რომლებიც ნადავლად და შთასანთქმელად დარჩათ დანარჩენ ხალხებს, გარშემო რომ არიან.5. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ნახავთ, თუ ჩემი შურის ცეცხლით არ ვილაპარაკე დარჩენილ ხალხთა წინააღმდეგ და მთელი ედომის წინააღმდეგ, რომელთაც მიისაკუთრეს ჩემი ქვეყანა სამკვიდროდ და მთელი გულით უხარიათ ზიზღით აღსავსეთ, რომ დაიტაცეს მისი დოვლათი.6. ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებს, გორაკებს, ხევებს და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურით და ჩემი რისხვით ვილაპარაკე იმის გამო, რომ შეურაცხყოფას ითმენთ ხალხებისგან.
ეზეკიელი თავი 36