ეზეკიელი 38:11
10. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს ფიქრები აღგეძრება გულში და ავ ზრახვებს განიზრახავ,11. იტყვი: გავილაშქრებ შემოუზღუდველ დაბებზე, თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ, უგალავნოდ რომ ცხოვრობენ ყველანი და არც ურდულები აქვთ და არც კარები;12. რომ წარვტყვევნო და ვიალაფო, მივმართო ხელი აწ გაშენებულ ნაოხარებზე; ხალხებიდან გამოკრებილ ერზე, პირუტყვისა და დოვლათის მქონებელზე, ქვეყნის ჭიპში რომ ცხოვრობს.
ეზეკიელი თავი 38