ეზეკიელი 39:9
8. აჰა, მოვა და ახდება, ამბობს უფალი ღმერთი, იმ დღეს, რომელზეც ვთქვი.9. გამოვლენ ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი, ცეცხლს წაუკიდებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ლახტსა და შუბს; შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის დასანთებად.10. მინდვრიდან არ დაიწყებენ შეშის ზიდვას და ტყეშიც არ მოჭრიან, რადგან იარაღით დაანთებენ ცეცხლს; გაძარცვავენ თავიანთ გამძარცველთ და დაარბევენ თავიანთ დამარბეველთ, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზეკიელი თავი 39