ეზეკიელი 40:3
2. ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყნად და დამსვა ერთ ძალზე მაღალ მთაზე, სადაც სამხრეთის მხარეს რაღაც ქალაქისმაგვარი იყო აშენებული.3. მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.4. დამელაპარაკა ეს კაცი: ადამის ძევ! იხილე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე, გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ, რადგან იმისთვის ხარ მოყვანილი აქ, რომ გახილვინო; გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ.
ეზეკიელი თავი 40