ეზეკიელი 40:41
40. გარეთა ფრთაზე ასასვლელთან, ჩრდილოეთის კარიბჭის შესასვლელთან ორი ტაბლა იყო, მეორე ფრთაზე კარიბჭის სტოასთან ორი ტაბლა იყო;41. ოთხი ტაბლა ერთ მხარეს და ოთხი ტაბლა მეორე მხარეს, კარიბჭის ფრთასთან; რვა ტაბლა იყო მსხვერპლის დასაკლავად.42. ოთხი ტაბლა აღსავლენი მსხვერპლისათვის თლილი ქვისგან იყო; სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა; მათზე ეწყო იარაღები, რომლებითაც კლავენ აღსავლენს და სხვა მსხვერპლს.
ეზეკიელი თავი 40