ეზეკიელი 40:5
4. დამელაპარაკა ეს კაცი: ადამის ძევ! იხილე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე, გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ, რადგან იმისთვის ხარ მოყვანილი აქ, რომ გახილვინო; გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ.5. აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი.6. მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.
ეზეკიელი თავი 40