ეზეკიელი 43:13
12. ეს არის ტაძრის რჯული: მთელი მიდამო მთის წვერზე წმიდათა წმიდაა ირგვლივ. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული.13. აი, სამსხვერპლოს ზომები წყრთებში (წყრთად ითვლება წყრთა ხელის მტევანთან ერთად): კვარცხლბეკი ერთი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, ძგიდე მის კიდეზე ირგვლივ ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს ზურგი.14. მიწაზე მდგარი კვარცხლბეკიდან ქვემო შვერილამდე ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე ოთხი წყრთა, სიგანე ერთი წყრთა.
ეზეკიელი თავი 43