ეზეკიელი 43:9
8. თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან გათანაბრებით, თავიანთი წყრთილების ჩემს წყრთილებთან გათანასწორებით და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. აუწმიდურებდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლეებით, რომელთაც სჩადიოდნენ, და მე ვშთანთქე ისინი ჩემს რისხვაში.9. ამიერიდან გამარიდებენ თავიანთ გარყვნილებას და თავიანთ მეფეთა ძეგლებს და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.10. შენ კი ადამის ძევ, აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძრის ამბავი, რომ შერცხვეთ თავიანთი უკეთურობებისა და გაზომონ შენობა.
ეზეკიელი თავი 43