ეზეკიელი 44:16
15. ხოლო ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელიანები განმდგარნი იყვნენ ჩემგან, მომეახლებიან, რომ მემსახურონ; დადგებიან ჩემს წინაშე, რომ მომართვან ქონი და სისხლი, ამბობს უფალი ღმერთი.16. ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და ისინი მიეახლებიან ჩემს ტაბლას, რომ მემსახურონ და აღასრულონ ჩემი სამსახური.17. შიდა ეზოს კარიბჭეებში შემოსვლისას სელის სამოსელით უნდა იყვნენ შემოსილნი, მატყლის არაფერი ემოსოთ შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში სამსახურის დროს.
ეზეკიელი თავი 44