ეზეკიელი 44:6
5. მითხრა უფალმა: ადამის ძევ! გულში ჩაიდე, საკუთარი თვალით იხილე და საკუთარი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეტყვი უფლის ტაძრის წესებზე და მთელს მის რჯულზე; დაიმახსოვრე ტაძარში შესასვლელი და ყველა გამოსასვლელი საწმიდარიდან.6. უთხარი ისრაელის ურჩ სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გადააჭარბეთ ყველა თქვენს სისაძაგლეს, ისრაელის სახლო,7. როცა შემოიყვანეთ უცხოთესლნი - გულდაუცვეთელნი და ხორცდაუცვეთელნი - ჩემს საწმიდარში სამყოფოდ, რომ შეელახათ ჩემი ტაძარი, როცა სთავაზობდით ჩემს პურს, ქონსა და სისხლს; დაარღვიეს ჩემი აღთქმა და ეს ზედ დაერთო ყველა თქვენს სისაძაგლეს.
ეზეკიელი თავი 44