ეზეკიელი 45:4
3. ამ საზომით გადაზომავ სიგრძით ოცდახუთი ათას წყრთას და სიგანით ათი ათას წყრთას; აქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა.4. წმიდა უნდა იყოს ეს ქვეყანაში; მღვდლებს, საწმიდარის მსახურებს, უნდა ეკუთვნოდეთ, რომლებიც მიახლებულნი არიან უფლის სამსახურად; თავიანთი სახლების ადგილად და საწმიდარის ნაკვეთად უნდა ჰქონდეთ.5. ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძით და ათი ათასი წყრთა სიგანით უნდა ჰქონდეთ ლევიანებს, ტაძრის მსახურებს, საკუთრებად ოც ოთახთან ერთად.
ეზეკიელი თავი 45