ეზეკიელი 45:7
6. ქალაქის საკუთრებად მიეცით სიგანით ხუთი ათასი წყრთა და სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა შეწირული ნაკვეთის გასწვრივ; მთელი ისრაელის სახლს უნდა ეკუთვნოდეს.7. მთავარს კი ეკუთვნის შეწირული ნაკვეთის და ქალაქის საკუთრების ორივე მხარე, შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების გვერდით დასავლეთის მხარეს, დასავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთის მხარე, აღმოსავლეთის მიმართულებით, სიგრძით ერთ-ერთი წილის კვალობაზე დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე.8. ეს იქნება მისი მიწა, მისი საკუთრება ისრაელში, რომ აღარ შეავიწროონ მთავრებმა ჩემი ერი და მისცენ დანარჩენი მიწა ისრაელის სახლს შტოებისდა მიხედვით.
ეზეკიელი თავი 45