ეზეკიელი 46:10
9. როცა ქვეყნის ერი მივა უფლის წინაშე დღესასწაულებზე, ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სათაყვანებლად შემსვლელნი სამხრეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; სამხრეთის კარიბჭით შემსვლელნი კი ჩრდილოეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; არ უნდა გაბრუნდნენ იმავე კარიბჭით, რომლითაც შევიდნენ, არამედ საპირისპიროთი უნდა გავიდნენ.10. მთავარი მათ შორის იქნება, მათი შესვლისას შევა და მათი გასვლისას გამოვა.11. დღესასწაულებში და ზეიმებში ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა იყოს, ბატკნებზე კი შეძლებისდაგვარად; და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.
ეზეკიელი თავი 46